თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ტურისტულ ავტობუსში, რომელიც ფლორენციიდან სიენაში მიდიოდა და ტოსკანაში გადაბრუნდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან არავინ დაშავებულა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა: დაშავებულებს შორის ქართველებიც არიან >>
იტალიაში რუსეთის საელჩოს ბოლო მონაცემებით, ავარიაში დაიღუპა ერთი ქალი, 33 მგზავრი დაშავდა. დაჭრილებს შორის რუსეთის 19 მოქალაქეა, იუწყება РИА Новости.
მედია: საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა ავტობუსში, რომელიც იტალიაში ავარიაში მოყვა
© photo: courtesy of National Fire Corps of Italy
/ ჰოსპიტალში მსუბუქი ტრავმებით მოათავსეს რუსეთის 12 მოქალაქე და სომხეთის 2 მოქალაქე.
ავტობუსში ასევე უკრაინის და მოლდოვის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.