თბილისსა და სეულს ზაფხულის სეზონზე ჩარტერული რეისები დააკავშირებს

საქართველოს და კორეის დედაქალაქებს შორის ჩარტერული რეისების რაოდენობა გაორმაგდება
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელსაც ავიაკომპანია Korean Air შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

თბილისიდან მალტაში პირდაპირი რეისი შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა კორეის ეროვნული ავიაგადამზიდავის - Korean Air-ის განაცხადი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ქვეყნებს შორის ფრენები 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს Airbus A330-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნული რეისები საქართველოში კორეელი ტურისტების ნაკადს უზრუნველყოფს.

გასულ წელს Korean Air-მა ორი ჩარტერული რეისი შეასრულა.

თბილისსა და სეულს ზაფხულის სეზონზე ჩარტერული რეისები დააკავშირებს