მსოფლიო დღეს

იტალიაში ქართველი ტურისტი სცემეს და გაძარცვეს

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. იტალიის ქალაქ პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველი ტურისტი სცემეს და გაძარცვეს, იუწყება იტალიური მასმედია.

ინციდენტი კალსას რაიონში 14 მაისს, ღამით მოხდა.

როგორ დავსაქმდეთ იტალიაში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ტურისტი იტალიელ ადვოკატთან ერთად საკუთარ ავტომობილთან იდგა, რა დროსაც მათ ხუთი ადამიანი დაესხათ თავს. ქართველ ტურისტსა და ადვოკატს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს – წაღებულია მობილური ტელეფონები და რამდენიმე ასეული ევრო.

დაზარალებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.