„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო

ბაია კუზანოვას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. წყვილი ზაფხულში იქორწინებს.
Sputnik

ექიმს და ტელეწამყვანს ნინო ნადირაძე-კუზანოვას ქართველ პოპულარულ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. ის ყოველთვის გულახდილი და გახსნილია პრესასთან, ამასთან ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ამიტომ არასოდეს წყდება საზოგადოების ინტერესი მისი და მისი ოჯახის მიმართ.

„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო

როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით ირკვევა, კუზანოვების ოჯახში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ერთადერთი ქალიშვილი ბაია კუზანოვა ქორწინდება. ამის შესახებ საზოგადოებას ნინომ თავად ამცნო და ვიდეოც ატვირთა ფეისბუქ-გვერდზე.

„ჩემო თაყვანისმცემლებო, მტრებო და მოყვარეებო, სტუმრად მყავს ჩემი სასიძო, მისი დედიკო, დეიდა... სიდედრი ვხდები ამ ზაფხულს. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ასატანი. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ მომავალი ნათესავებით“, – ამბობს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

როგორც ირკვევა, ბაიას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. წყვილი ზაფხულში იქორწინებს. ოჯახებს უკვე ყველაფერი გარკვეული აქვთ, მეტიც, კუზანოვები სასიძოს ხშირად მასპინძლობენ შინ. ამის ამსახველ ფოტოებს კი ბედნიერი სასიდედრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო

„გილოცავ ნინო. ყველაზე ტკბილი სიდედრი იქნები ალბათ“.

„ოოოო, დიდი პასუხისმგებლობაა ნინოს სიძე იყო. სასიძოს წარმატებები“.

„ყველაზე მაგარი სიდედრი იქნები ნინო, გაუმართლა სიძეს“, – წერენ ნინოს გულშემატკივრები.

„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო

ბაია კუზანოვა ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის პირველი ქალიშვილია. არც ბაიამ უღალატა ოჯახურ ტრადიციას და პროფესიად სამედიცინო გზა აირჩია. ის ხშირად აკეთებს ოპერაციებს მამასთან ერთად და ამ ამბით აღფრთოვანებული ნინო ოპერაციების ამსახველ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო