ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე ქართველი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, 25 წლის რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

ვლადიმერ მახათაძე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იყო.

თავდაცვის უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს, აცხადებენ უწყებაში. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.