ხელვაჩაურში ხიდზე 60 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
Sputnik

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ხელვაჩაურში, მახოს ხიდზე 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის კაცი მგზავრობისას შეუძლოდ გახდა. ავტომობილიდან გადმოვიდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადა მივიდა. მათ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.