რამდენი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია საქართველოში

ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მეორე მსოფლიო ომის 150 ვეტერანი დაკარგა
Sputnik

თბილისი, 7 მაისი -Sputnik. საქართველოში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 492 მონაწილე ცხოვრობს, აქედან 99 ქალია, იუწყება Новости-Грузия ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თვეში 180-ლარიან დახმარებას მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

საქართველოში 2016 წელს 9 მაისის მდგომარეობით მეორე მსოფლიო ომის 1200-ზე მეტი ვეტერანი ცხოვრობდა, 2017 წელს - 948, 2018 წელს - 676.

საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისს 600 ლარის ოდენობის ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.

რა სახის დახმარებას იღებენ ვეტერანები საქართველოში

2018 წლის 1 ივნისიდან ვეტერანები 404 ლარის ოდენობის ყოველთვიურ სუბსიდიას იღებენ. მანამდე ისინი 224 ლარს იღებდნენ, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით აღნიშნული თანხა გაიზარდა.

ქართველი მედდის ისტორია ომის წინა ხაზიდან

ჯანდაცვა

თითქმის ყოველ უქმეებზე სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა პროფილის მედიკოსები მიემგზავრებიან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ადგილზე გამოკვლევებს უტარებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ომის ვეტერანებისა და ძალოვნებისთვის სპეციალურ პაკეტებს ითვალისწინებს - მათ ეკუთვნით ექიმ-სპეციალისტების უფასო კონსულტაციები, ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები, ასევე ბალნეოლოგიური პროცედურები, გამაჯანსაღებელი ფიზკულტურა და მანუალური თერაპია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები: ექიმის უფასო კონსულტაცია, ექოსკოპია და ელექტროკარდიოგრამა. კვლევები ეხება ასევე C-ჰეპატიტსა და ტუბერკულიოზს.

ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ >>

ვეტერანებს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, აძლევენ თანამედროვე ეტლ-სავარძლებს. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სხვა დამხმარე საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, ყავარჯნები, სმენის აპარატები.

სტუდენტებმა ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული 90 ქართველის სია აღმოაჩინეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედებს დამატებითი პროგრამა, რომლის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეუძლიათ მიიღონ 1,5 ათასი ლარის დაფინანსება სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 500 ლარამდე — მედიკამენტებზე.

სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებულ კომისიას. მათ განაცხადის შეტანა კომისიაში წელიწადში ორჯერ შეუძლიათ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები რიტუალური მომსახურებისთვის 500 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.

შეღავათები ტრანსპორტზე

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობენ. მათ მეტროთი და ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უფლება აქვთ. ასევე მათ მიკროავტობუსებში ელექტრონული სისტემით 50%-იანი ფასდაკლება აქვთ.

„უკვდავი პოლკის" აქცია საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებებთან აფორმებს მემორანდუმებს ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების დახმარების გაწევის მიზნით.

კერძოდ, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ერთ-ერთ მსხვილ სპორტულ კომპლექსში 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. აგრეთვე მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შვილებსა და შვილიშვილებს კლდეზე ცოცვას უფასოდ ასწავლის.

სამართლებრივი შეღავათები

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან ბიომეტრიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) გადასახადისგან.

ვეტერანები, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს "ვეტერანებისა და სამხედრო ძალების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დასაცავად, თავისუფლდებიან გადასახადისგან ყველა სასამართლო ინსტანციაში.