თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. რუსთავი–ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაახლოებით 40 წლის ქალი დაშავდა, იუწყება სააგენტო Inforustavi.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.