ავარია შინდისში - დაიღუპა ერთი ადამიანი

კიდევ ერთი მძიმედ დაშავებული, ავტომანქანის მძღოლი გორის კლინიკაში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შინდისში ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტრაგედია ჭიათურაში - ავარიის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა

გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომელიც გორში კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

Golf-ის მარკის ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა და ამობრუნდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.