თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ბათუმის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რემონტზე 60 მილიონიანი კრედიტია გამოყოფილი, ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.
გერმანიის განვითარების ბანკ KfW-ს მიერ გამოყოფილი სახსრები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მეოთხე ფაზის ფარგლებშია მოწოდებული.
პროექტი ითვალისწინებს წყლის სისტემების რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობას გონიო-კვარიათის დასახლებაში. ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე კანალიზაციის რემონტი ჩატარდება.
ხელშეკრულებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანია Pfeifer & Pfeifer-ის წარმომადგენელმა ქრისტიან შორნიმ მოაწერეს ხელი.
აჭარის ბიუჯეტში შემოსულობები 2019 წელს 279,3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 4,3%-ით მეტია. მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს.
ბათუმელები ქალაქის დღეს - „ბათუმობას“ აღნიშნავენ >>
კერძოდ, კრედიტის და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკის გრანტის დახმარებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარემონტო სამუშაოებს დააფინანსებს. მხოლოდ 2019 წელს ამაზე დაახლოებით 6 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება.