ყველა უკრაინელმა რუსეთის პასპორტი გამარტივებული წესით შეიძლება მიიღოს

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება იხილებოდა, ყველაფერი დაწვრილებით იყო გათვლილი
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. რუსეთს უკრაინის ყველა მოქალაქისთვის პასპორტის გადაცემა გამარტივებული წესით შეუძლია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე, იუწყება РИА Новости.

უკრაინის ორი ოლქის მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით მისცემენ >>

„ჩვენ არა მხოლოდ ლუგანსკში ან დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას. ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ, რომ ამგვარი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის ორი ოლქის – ლუგანსკისა და დონეცკის ცალკეული რაიონების მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ.

„ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება. სანამ ამ ბრძანებულებას მოვაწერდით ხელს, ყველაფერი დავთვალეთ: ჩვენ პასპორტებზე შესაძლო პრეტენდენტების რაოდენობა, და ამ რიცხვიდან პენსიონრების რაოდენობა - ეს, დაახლოებით, ერთი მესამედია იმ კონტინგენტიდან, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ მოქალაქეობაზე პრეტენზიას განაცხადებს“, - განაცხადა პუტინმა.