აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით მუზეუმ-ნაკრძალები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებენ

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დამთვალიერებლებს აწვდის ინფორმაციას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მუშაობის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით 26-29 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებენ, აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მიერ გამოქვეყნდა ინფორმაცია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მუშაობის შესახებ.

აღდგომის დღეებში მეტრო და ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი - არ იმუშავებს კვირას და ორშაბათს - 28-29 აპრილს;

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი - არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით - 26, 27, 28 და 29 აპრილს.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით - 26, 27, 28 და 29 აპრილს

ფიროსმანის მუზეუმი - არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით - 26, 27, 28, და 29 აპრილს.

უჯარმის მუზეუმი -არ იმუშავეს კვირას და ორშაბათს - 28 და 29 აპრილს.

გრემის მუზეუმი - აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს.

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი - აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს.

სწორად ემზადებით აღდგომისთვის? წესები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ >>

უწყების ცნობით, აღდგომის დღესასწაულების შემდგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებს მიიღებენ ჩვეული განრიგით.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს კვირას, 28 აპრილს აღნიშნავს. სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი) ოფიციალური უქმე დღეებია საქართველოში.