თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში მეხანძრე-მაშველებმა ჩაკეტილი ბინიდან ორი წლის ბავშვი გამოიყვანეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
პატარა გოგონა ბინაში მარტო მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა აივანზე გასულ დედას კარები შიგნიდან ჩაუკეტა.
იმ დროს დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე ბინაში მარტო იმყოფებოდნენ.
მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ სწრაფადვე მივიდნენ. ისინი ბინის აივანზე სახურავიდან თოკებით დაეშვნენ და ბინაში იქიდან შეაღწიეს.
მაშველებმა პატარა გოგონა ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს და მშობელს გადასცეს.