ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები: ვინ ლიდერობს ქართულ ბაზარზე

ავიარეისებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ისარგებლა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც გასული წლის მონაცემზე 21%-ით მეტია.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ქვეყანაში ავიაფრენებზე – ქვეყანაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ზე, რომელიც რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ლოუკოსტერის მომსახურებით 2019 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 152,7 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

ახალი ქართული ავიაკომპანია მოსკოვში ფრენებს განახორციელებს>>

ლიდერთა ხუთეულში ასევე შედიან Turkish Airlines, Georgian Airways, Pobeda Airlines და Ural Airlines.

ავიაგადამზიდავების ტოპ-ხუთეული საქართველოში 2019 წლის პირველ კვარტალში

ავიაკომპანიამგზავრთა რაოდენობაწილი ბაზარზე %
Wizz Air152 69715
Turkish Airlines110 96211
Georgian Airways99 32411
Pobeda Airlines96 54610
Ural Airlines60 5076

მთლიანობაში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2019 წლის პირველ კვარტალში ისარგებლა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტი იყო.

მგზავრთა რაოდენობასთან ერთად იზრდება ასევე იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც რეგულარულად ფრენენ საქართველოში. მათი რაოდენობა 2018 წელს 53-დან 58-მდე გაიზარდა.

ნოვოსიბირსკსა და ბათუმს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს>>

საქართველოს აეროპორტებში 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა 5,2 ათასი სამგზავრო და სატვირთო რეისი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია. აქედან 4 640 რეისი იყო რეგულარული, ხოლო 560 – ჩარტერული.