საქართველომ ტურიზმის სფეროში ახალი ამოცანები დაისახა

ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორთან ინფორმაციის მიმოცვლა დაამყარა, რაც ტურისტების რიცხვის გაზრდის საშუალებას იძლევა
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს სამ თვეში 1,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (ზრდა +2,2%), განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სფეროში 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგების შეჯამებისას.

პრეზენტაციას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველომ ტურიზმის სფეროში ახალი ამოცანები დაისახა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,1 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,5 ათასით მეტია (ზრდა +5,1%).

საქართველოში ახალი ტურისტული ადგილების განვითარება იგეგმება >>

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (+114,6%), ჩინეთიდან (+59,3%), საუდის არაბეთიდან (+52.8%) და სხვ.

ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შედარებით მაღალანაზღაურებადი სეგმენტის, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტების და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების წილი.

საქართველო რეკორდს ამყარებს - ტურისტების რიცხვი ისევ იზრდება

2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით შესრულებულ ვიზიტებში (+23,8%), წილი შეადგენს 26,6%-ს. გასულ წელს საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.

„მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს გავუზიარეთ დეტალური მონაცემები თუ ვინ ჩამოდის საქართველოში, რა მიზნით, რომელ რეგიონებს სტუმრობენ, საშუალოდ რა დანახარჯები აქვთ, ასევე რა ტურისტული პროდუქტები გამოიკვეთა. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ ქვეყნების ტურისტებზე, რომლებიც გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით საქართველოში, ჩვენ კერძო სექტორს ვაწვდით გამჭვირვალე ინფორმაციას, თუ როგორ განვახორციელებთ სტრატეგიული სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებას, რომელიც ორი კრიტერიუმით ფიქსირდება, ეს არის დანახარჯები და ღამეების გათენების საშუალო რაოდენობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი >>

ქვრივიშვილის თქმით, მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური ზრდის ტემპით გამოირჩევა როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე ვიზიტორების და ტურისტული ნაკადების კუთხით.

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობით მიღებულმა შემოსავალმა 334 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +4,8%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 მილიონით მეტია.

საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა +19,1%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 518 მილიონით მეტია.

გასული წლის მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილმა 7,6% შეადგინა (ზრდა+21.5%).

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, მთავრობამ ახალი ბერკეტის გამოყენება დაიწყო - ტურიზმის სფეროში შედეგების კვარტალური შეჯამება, რომელიც შედეგებზე მსჯელობის, სამომავლო გეგმების დაგეგმვის და კერძო სექტორის რჩევების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველომ ტურიზმის სფეროში ახალი ამოცანები დაისახა