ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური კიბერჯაშუშობის კამპანია გამოავლინა

ჰაკერებმა გამოიყენეს უბრალო და იაფფასიანი ინსტრუმენტები: ვირუსები ვრცელდებოდა ელექტრონული ფოსტით დაგზავნილი წერილების მეშვეობით.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik.  „კასპერსკის ლაბორატორიამ“ კიბერჯაშუშობის კამპანია გამოავლინა. ამის შესახებ კომპანიის ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ამინ ხასბინიმ ისაუბრა

რუსი ჰაკერი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

მისი სიტყვებით, კამპანია სახელწოდებით SneakyPastes, ორგანიზებულია პოლიტიკურად მოტივირებული არაბულენოვანი დაჯგუფების (Gaza) მიერ, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედებს.

იგი განსაკუთრებით 2018 წლის ნოემბერ-აპრილის პერიოდში გააქტიურდა.

ჰაკერებმა გამოიყენეს უბრალო და იაფფასიანი ინსტრუმენტები: ვირუსები ვრცელდებოდა ელექტრონული ფოსტით დაგზავნილი წერილების მეშვეობით.

როგორც ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, კამპანიის ჩასატარებლად ძალისხმევა სულ მცირე, სამმა კიბერდაჯგუფებამ – Operation Parliament, Desert Falcon და MoleRats – გააერთიანა.

შეტევის შედეგად დაზარალებულთა დიდი ნაწილი პალესტინის ტერიტორიაზე, იორდანიაში, ისრაელსა და ლიბანშია, დააზუსტა ანალიტიკოსმა.

„კასპერსკის ლაბორატორიაში“ აღნიშნეს, რომ გამოძიების შედეგები სამართალდამცავ ორგანოებშია გადაგზავნილი.