საქართველო რეკორდს ამყარებს - ტურისტების რიცხვი ისევ იზრდება

ყველაზე მეტი რაოდენობის ტურისტი ჩამოდის მეზობელი ქვეყნებიდან - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში უცხოელებმა საქართველოში 1,6 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2,2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ სამ თვეში, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

იანვარ-მარტში 15 წელს ზემოდ ასაკის პირებმა საქართველოში 1,3 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,1%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ სამ თვეში.

მხოლოდ ღვინო არა: ტურისტებს ჩაითაც მოხიბლავენ >>

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, იანვარ-მარტში მან 882,1 ათასს მიაღწია (ზრდა 5,1%).

ქვეყნების პირველი ხუთეული საქართველოში 2018 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით

ქვეყანავიზიტების რაოდენობაცვლილება წელიწადში - %
აზერბაიჯანი292 902 3,0
რუსეთი254 07721,7
სომხეთი232 449-4,7
თურქეთი201 192-15,7
უკრაინა33 6458,9

 

სამ თვეში ქვეყანას ქართული დიასპორის 117,8 ათასი წარმომადგენელი ესტუმრა, რაც 2,3%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ყველაზე  მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

ტრანსპორტის სახეობავიზიტების რიცხვიცვლილება წელიწადში, %წილი ვიზიტების საერთო რიცხვიდან, %
სახმელეთო960 242-5,572,0
საჰაერო354 62023,826,6
სარკინიგზო10 30713,20,8
საზღვაო8 33117,50,6

 

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლის გავლით საზღვარს კვეთენ უცხოელი ვიზიტორები, ლიდერობს თბილისის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, წითელი ხიდი და სარფი.

საკონტროლო-გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული

საკონტროლო-გამშვები პუნქტივიზიტების რიცხვიცვლილება წელიწადში, %წილი ვიზიტების საერთო რიცხვიდან, %
თბილისის აეროპორტი300 80116,822,6
წითელი ხიდი251 6827,618,9
სარფი219 903-11,616,5
სადახლო186 9400,614,0
ყაზბეგი172 607-5,412,9

 

ტურიზმით მიღებული შემოსავალი

წინასწარი მონაცემებით, სამ თვეში ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 333,7 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +4,8%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 მილიონი დოლარით მეტია.

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +18,4%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 498 მილიონით მეტია.

საქართველოში ტურიზმის სფერო აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.

ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი >>

ტურისტების მოსაზიდად ხელისუფლება 2019 წელს აპირებს რამდენიმე პროექტის განხორციელებას, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51,9 მილიონი ლარი გამოიყო.