ბურჯანაძე: სააკაშვილი ცდილობს, რუსეთს აჩვენოს, რომ კარგი ბიჭი იქნება

საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი რუსეთთან, ასევე, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების მოწესრიგება
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სიცრუეს უწოდებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი მზად იყო, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების სანაცვლოდ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები დაეტოვებინა.

ზურაბიშვილს ჟენევის დისკუსიების ფორმატის განახლება მნიშვნელოვნად მიაჩნია >>

ტელეარხ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად იყო, უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მზად იყო, რუსეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა საქართველოში რუსეთის ბაზების დატოვებაზე, თუმცა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სანაცვლოდ.

„მე არაფერი ვიცი მის მზადყოფნაზე, უარი ეთქვა ნატოზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე დაეტოვებინა რუსეთის სამხედრო ბაზები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ. მე ვიცი, რომ ერთხელ მან უმაღლესი დონის შეხვედრაზე საუბრისას თქვა: თუ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დააბრუნებდა, საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა. ბუნებრივია, ასეთ ფორმულირებას არავინ ენდობოდა. უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები ამ ფორმით არ იმართება“, - განაცხადა ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ნინო ბურჯანაძის ვაჟი დედის კვალს მიჰყვება

მისი თქმით, სააკაშვილი ყოველთვის იმას ამბობს, რაც მისთვის იმ მომენტისთვის არის ხელსაყრელი.

„მე მქონდა მცდელობა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მომეწესრიგებინა. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანის ნდობა და ის მოლაპარაკებისუუნარო იყო, ვერანაირი მსგავსი მცდელობა პოზიტივს ვერ მოიტანდა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ექსსპიკერის მტკიცებით, სააკაშვილი ყველა შესაძლო გზით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„ის ცრუობდა, როდესაც შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობდა... ცრუობდა, როდესაც რუსეთზე საუბრობდა... შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მას თითქოს უნდოდა, რუსეთისთვის ეჩვენებინა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში გამგონე და კარგი ბიჭი იქნებოდა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა >>

მაგრამ, ექსსპიკერის სიტყვებით, სააკაშვილი არ გარისკავს საქართველოში დაბრუნებას, რადგან მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ზოგიერთ მათგანზე გამამტყუნებელი განაჩენიცაა გამოტანილი.

„რასაკვირველია, ის არ დაბრუნდება საქართველოში გარანტიების გარეშე. ასეთი გარანტიები კი მას არ ექნება. ეჭვი მეპარება, მას რეალურად ჰქონდეს საქართველოში, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი. მაგრამ ეს არის თამაში ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის, რომელიც ორივესთვის ხელსაყრელია. ივანიშვილი იყენებს სააკაშვილს, როგორც საფრთხობელას, სააკაშვილი კი პირიქით - იყენებს ივანიშვილს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ლუკაშენკო: კვირიკაშვილი 75%-ით რუსი ადამიანია

მისი თქმით, ეს შესაძლოა ცუდად აისახოს ქვეყანაზე.

ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ ადამიანებს დაელაპარაკება, ვისი ნდობაც შეიძლება.

„ადამიანები, რომლებიც ადვილად იცვლიან პოზიციას და ასე აშკარად იტყუებიან, არც რუსეთისთვის არიან მისაღები, არც სხვა რომელიმე ქვეყნისთვის. და, რასაკვირველია, თუ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა შეიცვლება, ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც აისახება. თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემას მხოლოდ ეს ვერ გადაჭრის“, - ხაზგასმით აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი სიტყვებით, ბევრი პრობლემის ერთობლივად განხილვაა საჭირო.

„მაგრამ უმთავრესია, მოლაპარაკების მაგიდას ორივე მხრიდან შემოუსხდნენ ადამიანები, რომლებიც, ელემენტარულად, ენდობიან ერთმანეთს და არ დაიწყებენ ეშმაკობას და ტყუილების ლაპარაკს პირისპირ საუბრისას“, - ფიქრობს ბურჯანაძე.

კარასინი აბაშიძისა და ივანიშვილის შეხვედრის გამო ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა >>

იგი დარწმუნებულია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დიდწილად საქართველოს ხელშია.

პირველ რიგში, ჩვენ თავად უნდა აღვადგინოთ ხიდები ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ამ ხალხებს ყველა დონეზე უნდა ვესაუბროთ. პრობლემის მოგვარებაში რუსეთი უნდა ჩავრთოთ. იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ჩუმად ვისხდებით, რუსეთი კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს - უბრალოდ არასწორია. ეს არარეალურია“, - მიიჩნევს ბურჯანაძე.

კარასინი: ქართველ და რუს ხალხს შორის კონტაქტები უფრო აქტიური ხდება

მისი სიტყვებით, თუ რუსეთთან ურთიერთობა დალაგდება, მან შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულოს აფხაზებთან და ოსებთან ქართველების დაახლოებაში. „მაშინ კარი ამ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით გაიღება“.

ექსსპიკერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაც მოიშველია, რომლის თანახმადაც, რუსეთი არ შეუშლის ხელს ქართველებისა და აფხაზების, ასევე, ქართველებისა და ოსების მოლაპარაკებას იმაზე, თუ როგორ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შემადგენელში იცხოვრებენ.

„ამ მიმართულებით საჭიროა სერიოზული მუშაობა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო: დიახ, ამ პრობლემის გასაღები დევს თბილისშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც და მოსკოვშიც. მაგრამ საქართველომ უნდა დაიწყოს ძალიან მტკიცედ, გეგმაზომიერად და ისე მოქმედება, რომ ყველა მხარის ნდობა გამოიწვიოს. მაშინ ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„გვთავაზობთ მოვახრჩოთ?“ – ლავროვი საქართველოსთან კავშირის გაწყვეტის წინააღმდეგია >>

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ამჟამად ორ ქვეყანას შორის დიალოგი მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.