სუს-ი: 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეები არ გამგზავრებულან

გასულ წელს სირიასა და ერაყში ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე იბრძოდა
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, იუწყება პირველი არხი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშზე დაყრდნობით.

სირიაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა >>

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სუს-ში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სირიასა და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

სირიაში 14 წლის პანკისელი დაიღუპა

2012 წლიდან სირიასა და ერაყში დაიღუპა 33 პანკისის მკვიდრი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. მათგან ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო. ბათირაშვილი 2016 წლის ივლისის დასაწყისში ერაყში ბრძოლების დროს დაიღუპა.

„გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სამსახური განაგრძობს მუშაობას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

უწყებამ 2018 წლის ანგარიში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნა.