თბილისი, 27 მარტი — Sputnik. რუსთავში 36 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ღია კამერიანი გაზის გამათბობელი მოულოდნელად გაითიშა, რის გამოც ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა.
გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე იყო, ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა შემთხვევისას ბინაში მარტო იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.