პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ჩხუბის დროს ასევე დაიჭრა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – 38 წლის მამაკაცი.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. პოლონეთში 24 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

პოლონური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. ჩხუბის დროს ასევე დაიჭრა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – 38 წლის მამაკაცი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ჩხუბის მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.