საქართველოს პარლამენტი: კენჭისყრა ვერ შედგა, კვაჭანტირაძე თვითონ გადადგა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მისი გადაყენების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თანამდებობიდან თვითონ გადადგა.

საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს >>

კვაჭანტირაძე ერთ-ერთია იმ შვიდი დეპუტატიდან, რომლებმაც ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია დატოვეს.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“

სამშაბათს პლენარულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი დააყენეს, თუმცა კვაჭანტირაძის გადადგომას ხმა მხოლოდ 67-მა დეპუტატმა მისცა, საჭირო 76-ის ნაცვლად.

განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა საღამოსთვის, მაგრამ კვაჭანტირაძემ დაასწრო და თვითონ გადადგა.

„როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის.

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პორტფელი არც ამჯერად დათმო >>

კვაჭანტირაძე იყო ერთ-ერთი იმ დეპუტატებიდან, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადავადების შესახებ. „ქართული ოცნების" დეპუტატების დიდმა ნაწილმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა იმ მოსაზრებით, რომ იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა

ამის შემდეგ პარლამენტის ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

შედეგად, პარტიამ პარლამენტში დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა.