ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითდა

მომდევნო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბასილაშვილი, ოთხშაბათს მაიამიში დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-18-დან მე-19 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ჩოგბურთელის უმნიშვნელო რეგრესი უკავშირდება წარუმატებელ ასპარეზობას ინდიან-უელსში გამართულ „მასტერსის“ სერიის ტურნირზე. ბასილაშვილი პირველივე წრეში სენსაციურად დამარცხდა პრაჯნეშ გუნესვარანთან (97) - 4:6, 7:6, 6:7.

ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ის ტურნირზე სენსაციურად დამარცხდა

АТР-ს რეიტინგში ბასილაშვილს გაუსწრო ფრანგმა გაელ მონფისმა, რომელმაც იმავე ტურნირზე მეოთხედფინალს მიაღწია.

მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს. მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ესპანელი რაფაელ ნადალი, ხოლო მესამე ადგილზეა გერმანიის წარმომადგენელი ალექსანდრ ზვერევი.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მომდევნო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ჩოგბურთელი, მაიამიში გაიმართება და ასევე „მასტერსის“ სერიაში შედის. გასულ წელს ქართველი სპორტსმენი მაიამის ტურნირზე მეორე წრემდე მივიდა, სადაც სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან წააგო (4:6, 3:6).

ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ბასილაშვილს საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნა >>

Miami Open 20-დან 31 მარტამდე ჩატარდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 9,3 მილიონ დოლარს აჭარბებს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია ამერიკელი ჯონ იზნერი.