თბილისსა და რეგიონებში წყლის ხარისხი შემოწმდა

საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ მწვავედ დგას წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემა
Sputnik

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.

საქართველოს ქალაქები, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ყველაზე მაღალია >>

თბილისში სასმელი წყალი დადგენილ ნორმას სრულიად აკმაყოფილებს და რაიმე დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, სააგენტოს მონაცემებით, იქ სიტუაცია გაუმჯობესებულია.

საქართველოში წყლის შემოწმება უფრო მასშტაბური გახდა. მაგალითად, თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ნიმუშს იღებდნენ, დღეს ეს ციფრი უკვე 500-ს აჭარბებს.

თბილისში წყალი სასმელად ვარგისია: ხელისუფლება მასობრივ მოწამვლაზე ხმებს უარყოფს

რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დადგენილ ნორმებთან წყლის შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება მიკრობიოლოგიურ დარღვევებს სოფლის მცირე წყალსადენებში.

ამასთან კვლევის დროს აღმოჩენილი ყველა დარღვევა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა.

ხარისხიანი სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის საკითხი სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს საკითხი პირად კონტროლზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აიყვანა.

სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მაშინვე იგზავნება რაიონულ ადმინისტრაციებში, გუბერნატორების და უფლებამოსილი პირების აპარატებში, ასევე შესაბამის კომპანიებში.