თბილისი, 9 მარტი – Sputnik. 500-მილიმეტრიანი გაზსადენის დაზიანების გამო „ყაზტრანსგაზის“ დაახლოებით 5 ათასი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში ათასობით ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყდა >>
გაზსადენის დაზიანების მიზეზი მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ტრანსპორტერის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოები გახდა.
ამ დროისათვის დაზიანებული გაზსადენი აღდგენილია, გაზმომარაგება 20:00 საათისთვის სრულად აღდგება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვეს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებლად“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისში სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების გამო გაზსადენი ზიანდება. ასე მაგალითად, 1 მარტს ბუნებრივი აირის გარეშე დაახლოებით 9 ათასი აბონენტი დარჩა.