საქართველოს აეროპორტები: მგზავრთა ნაკადი მეოთხედით გაიზარდა

ტურიზმის განვითარებასთან ერთად ქვეყანაში ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნაც იზრდება
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების მომსახურებით 2019 წელს დაახლოებით 300,9 ათას ადამიანმა ისარგებლა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების განცხადებაში.

მაღალი ზრდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

Air France პარიზიდან თბილისში რეგულარულად იფრენს >>

საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 2019 წლის თებერვალში მან 238,4 ათასი მგზავრი მიიღო.

შემდეგ მოდის დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - აღნიშნულ პერიოდში ის დაახლეობით 47,6 ათას მგზავრს მოემსახურა.

მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში 2019 წლის თებერვალში

აეროპორტიმგზავრთა რაოდენობაზრდა, %
თბილისი238 44513
ქუთაისი47 573111
ბათუმი14 27887

მესამე ადგილზეა ალექსანდრე ქართველის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 2019 წლის თებერვალში ამ აეროპორტის მომსახურებით დაახლოებით 14,4 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებმა 2019 წლის თებერვალში 386 მგზავრი მიიღეს.

ბათუმსა და ტალინს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს >>

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს 469,5 ათასი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის თებერვალთან შედარებით 0,4%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, თებერვალში ის 247,7 ათასს გაუტოლდა (ზრდა 5,1%).

საქართველოს აეროპორტები: მგზავრთა ნაკადი მეოთხედით გაიზარდა