როგორ უნდა მოვუაროთ გაზაფხულზე სახის კანს: გამოცდილი კოსმეტოლოგის რჩევები

სახის კანი რომ იდეალურად გამოიყურებოდეს, რეგულარული მოვლა სჭირდება. პირველ ეტაპზე კომპიუტერული დიაგნოსტიკის საშუალებით უნდა დადგინდეს სახის კანის ტიპი და შემდეგ შეირჩეს შესაბამისი მოვლის საშუალებები.
Sputnik

სახის კანის მოვლა შესაძლებელია როგორც კოსმეტოლოგთან ვიზიტის, სხვადასხვა პროცედურების შედეგად, ისე სახლის პირობებშიც. ესთეტიკური ცენტრი „ნილუს“ ექიმი კოსმეტოლოგი ნინო წამალაიძე გვესაუბრა, როგორ უნდა მოვუაროთ გაზაფხულზე სახის კანს, ძირითადად რა პრობლემა იჩენს ხოლმე ამ დროს თავს და მან სასარგებლო ნიღაბიც გვასწავლა, რომელიც საუკეთესო საშუალებაა სახლის პირობებში სახის კანის მოსავლელად.

როგორ უნდა მოვუაროთ გაზაფხულზე სახის კანს: გამოცდილი კოსმეტოლოგის რჩევები

- გაზაფხულზე რა ცვლილებას უნდა ველოდოთ, რა ემართება ამ დროს სახის კანს?

- გაზაფხულზე სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ზამთრის პერიოდის შემდეგ ეპიდერმისი ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით ბევრად უარესად გამოიყურება.

როგორ მოვუაროთ წვერს

- ყველაზე მეტად რა პრობლემა იჩენს ხოლმე ამ დროს თავს?

- ირღვევა სახის კანის დამცავი შრე, რაც ცივი კლიმატის დამსახურებაა. ქვეითდება ორგანიზმის იმუნური სისტემა, მკვეთრად გამოხატულია ვიტამინების ნაკლებობა, ალერგიული ფონი და კანის ზედაპირი გამომშრალი და აქერცლილია.

- არსებობს სამი ტიპის სახის კანი. რომელ ტიპს როგორი მოვლა სჭირდება?

- დიახ, არსებობს მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი კანი. მშრალი კანი საკმაოდ თხელია, არის მგრძნობიარე გარე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. შედეგად ვიღებთ ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას. ამ დროს დაბერების პირველი ნიშნები, ნაოჭები ნაადრევად ვლინდება. მშრალი კანის მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევა. ცხიმის გამომტანი სადინარების არასწორი მუშაობის გამო კანის ზედაპირიდან ხდება სითხის სწრაფი აორთქლება, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არასწორი კვებით. ამ დროს კანი კარგავს ელასტიურობას და არის გამომშრალი.

კანს ზამთარში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება - რჩევები დერმატოლოგისგან

უფრო მასიურად გვხვდება კომბინირებული კანი. შესაძლოა ცხიმიანი იყოს მხოლოდ შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, დანარჩენი ადგილები კი ნორმალურია. ამ ტიპის კანს სჭირდება დელიკატური მოვლა, ცალკეული უბნების მდგომარეობის მიხედვით.

ცხიმიანი კანი მკვრივი, სქელი და დაფორიანებულია. ცხიმის გამომტანი სადინარები უხვად გამოყოფენ ცხიმს კანის ზედაპირზე. ცხიმიანი კანი ნელა ბერდება, რადგან ცხიმი ნაოჭის წარმოქმნას უშლის ხელს. კანის ზედაპირზე უხვად გამოყოფილი ცხიმი და მას დამატებული ოფლი ქმნის დამცავ შრეს და კანს იცავს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამ ტიპის კანის პრობლემაა კომედონები, ე.წ. შავი წერტილები. არასათანადო მოვლამ შეიძლება წარმოქმნას სხვადასხვა კანის ანთებითი პათოლოგიები.

ნებისმიერი ტიპის კანისთვის იდეალური საშუალებაა კანის ტიპის მიხედვით შერჩეული დასაბანი, მკვებავი და ასევე მცენარეული საშუალებები. იმისათვის, რომ გაზაფხულს კანი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს, ზამთრის პერიოდში აქტიურად უნდა ვიკეთოთ პილინგები. ასევე მნიშვნელოვანია ინექციური პროცედურების ჩატარება, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, მეზოთერაპია და ა.შ.

ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავება ანუ როგორ ვებრძოლოთ ასაკობრივ ნაოჭებს

- სახის კანის მოსავლელად, გასაახალგაზრდავებლად რა პროცედურები არსებობს და რამდენად ეფექტურია ისინი?

- დღევანდელ რეალობაში ესთეტიკური მედიცინა უამრავი სიახლით გვანებივრებს, ამიტომ ყველა ასაკში და ყველა პერიოდში კანი უნდა იყოს სათანადოდ მოვლილი. ინექციური პროცედურების დაწყებამდე კანი უნდა იყოს აპარატურული მეთოდით გაწმენდილი. პროცედურა უნდა ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. ამის შემდეგ ინექციურ მეთოდებს უკეთესი შედეგი ექნება.

მშრალი კანის შემთხვევაში სახის წმენდა რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ისიც ზედაპირულად. კომბინირებული კანი წელიწადში ორჯერ ან სამჯერ უნდა გაიწმინდოთ. ცხიმიანი კანი კი ჯობს ორ თვეში ერთხელ გაიწმინდოთ.

რა უპირატესობით სარგებლობენ ფასდაკლების საიტები და რა პრობლემები არსებობს ამ სფეროში

- მზიაგან რა საშუალებებით უნდა დავიცვათ კანი?

- გაზაფხულის დადგომისთანავე აუცილებელია სახის კანის დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. გარეთ გასვლის წინ სისტემატურად უნდა დავიტანოთ კანზე მზისგან დამცავი მალამო. SPF მაქსიმალურად მაღალი მაჩვენებლით.

- ვისაც კოსმეტოლოგთან ვიზიტის საშუალება არ აქვს, რას ურჩევთ, სახლის პირობებში როგორ მოუარონ სახის კანს?

- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებენ ქალები კოსმეტოლოგთან ვიზიტს, სახლის პირობებში შესაძლებელია მომზადდეს სახის არაჩვეულებრივი ნიღაბი:

1 კვერცხის გული

1 ჩ/კ ზღვის მარილი

2 ჩ/კ ნუშის ზეთი

2 ჩ/კ გვირილის ნაყენი

0.5 ჩ/კ ნატურალური თაფლი

2 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი

ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და ვურიოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ვისმევთ სახეზე და ვიჩერებთ 30-40 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ვიბანთ ნელთბილი წყლით.

როგორ ინარჩუნებს ია ფარულავა სასურველ გარეგნობას - მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

- დამღლელი დღის დასასრულს ღამით როგორ ვუვლით და ვასუფთავებთ სახის კანს?

- საღამოს ძილის წინ სასურველია სახე დავიბანოთ. თუ პრობლემური კანი გაქვთ, დაიბანეთ გვირილის ან ალოეს ნაყენით. მშრალი ან კომბინირებული კანის შემთხვევაში რეკომენდებულია ნაზი დასაბანი გელები, ან მინერალური წყალი კანის ტიპის გათვალისწინებით.