ბიზნესი და დასვენება: საქართველოს ზაფხულში უცხოელი მინისტრები ეწვევიან

სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობის წარმომადგენლები ზაფხულში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათობით მინისტრი გაეცნობა, განაცხადა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. 

Welcome to Georgia: საქართველო ბერლინში ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

ამის შესახებ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ უფროსთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ბერლინში 53-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2019-ის ფარგლებში გაიმართა.

„ივნისში საქართველოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ათობით მინისტრის 2-3-დღიანი ვიზიტიება დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ტურისტულ შესაძლებლობებს არა მარტო ტურისტების, არამედ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

საქართველოში ტურიზმის სფერო რამდენიმე წელია აქტიურად ვითარდება, რაც სტატიტიკურ მონაცემებშიც აისახება.

ქვეყანაში ყოველწლიურად ახალი სასტუმროები ჩნდება, ხორციელდება კვების ობიექტების ხარისხის კონტროლი, ხდება გიდებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადება.