თბილისში „ღამის ავტობუსები“ მუშაობას განაახლებენ

„ღამის ავტობუსი“ მერიის პროგრამა „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ფარგლებში მუშაობს
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისის მერიამ განაახლა პროექტი, რომლის ფარგლებში ყოველ შაბათ–კვირას ღამით დედაქალაქის ქუჩებში ავტობუსები იმოძრავებს, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Food Trucks – თბილისის მერიის ახალი ინიციატივა

„ღამის ავტობუსი“  222 ნომრით 24:00 საათიდან 06:00 საათამდე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ მოძრაობს.

„ღამის ავტობუსი“ მერიის პროგრამა „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ფარგლებში მუშაობს. პირველი საპილოტე პროექტი სექტემბერში ამოქმედდა და დეკემბრამდე გაგრძელდა.

„ღამის ავტობუსები“ ქალაქის ქუჩებში 8 მარტიდან ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებენ. ტარიფი სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს.

კალაძემ ხმაურიან ღამის დაწესებულებებს თბილისში ომი გამოუცხადა >>

ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავს მიზნად.