დედის დღე საქართველოში: ტრადიციები, საჩუქრები

დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაული ქვეყანაში 28 წლის წინ შემოიღეს.
Sputnik

დედა - ეს  ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.

ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება.

დედა შეძლებს  შვილებს გაუგოს ისე როგორც არავინ, მიიღოს ისინი ისეთები, როგორებიც არიან და  ყველაფერი აპატიოს, რადგან დედის გული ეს ის უფსკრულია, რომლის ფსკერზეც პატიება ყოველთვის მოიძებნება.  

ამიტომ, დედის დღე - ეს არის კიდევ ერთი შანსი მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც  სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.  

უფასოდ მუზეუმში: დედის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქალებს საჩუქარი ელოდებათ

ისტორია

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი, რომელიც  ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს ის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2002 წლის მარტში ისევ აღადგინეს. 

სხვათა შორის, 8 მარტი ისევ დღესასწაულად ქვეყანაში ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელსაც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
საქართველოში დღეს ქალებს და დედებს  ორი დღესასწაული ეძღვნებათ - 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო  დღედ არის გამოცხადებული.

აღსანიშნავია რომ  საქართველოში 23 თებერვლის გაუქმების შემდეგ, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მამაკაცებს ულოცავდნენ, ქართულ კალენდარში მათთვის მიძღვნილი არც ერთი დღესასწაული არ გაჩენილა.  

როგორ იქცევიან პატარები დედის მუცელში - ულტრაბგერის აპარატით გადაღებული 3D ვიდეოკადრები

დედის დღის ტრადიციები

საქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. ის რომ დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ქართული ენითაც დასტურდება. ამის ნათელი მაგალითია სიტყვები „დედამიწა“ „დედაბოძი“ და აშ.

საქართველოში დედის დღე საოჯახო დღესასწაულია. მისი  მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქლის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.

საქართველოს დიდ ქალაქებში ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, გამფენები, კონცერტები, ფლეშმობები და აშ.  გარდა ამისა, მრავალშვილიან დედებს ჯილდოებს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ.

ვის და როგორ მიულოცეს პოლიტიკოსებმა დედის დღე

როდის წარმოიშვა დედის დღე

დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს  ჯერ კიდევ  ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად  ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები, თავიანთი ღმერთების დედას -კიბელას, ხოლო ძველი კელტები  ქალღმერთ ბრიჯიტს.

ინგლისში ეგრეთ წოდებულ „დედის კვირადღეს“  მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა  და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს. რის შემდეგაც ეს დღე  ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.

აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი  დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.

დედის დღე ბოტანიკურ ბაღში

სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან კი მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და  ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.
ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი  კი დედის დღეს სხვა რიცხვებში ზეიმობს.

დედის დღეს ყველა  ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით. 

დედას ყველანაირი ყურადღება გაახარებს.  შეგიძლიათ  აჩუქოთ ყვავილები, ტკბილეული, სასიამოვნო წვრილმანები, გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზები. მთავარია გამოხატოთ მადლიერება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი  და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც თქვენ სიცოცხლე და თავისი სიყვარული გაჩუქათ.

გახსოვდეთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენ ყოველთვის გჭირდებათ მისი მოფერება და ალერსი.


მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით