თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საბურთალოზე ხანძარს სავარაუდოდ ქალის სიცოცხლე შეეწირა

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

მომხდარის გამო ძლიერი დაკვამლიანება იყო სადარბაზოში, რის გამოც საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.