რაზე დახარჯავს ხელისუფლება რეგიონებში 20 მლნ ლარს?

2019 წელს საქართველოში 100-ზე მეტი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო ქვეყნის რეგიონებში ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რა სიახლე ინერგება ჯანდაცვის სფეროში 15 იანვრიდან

პროგრამაზე 20 მლნ ლარია გამოყოფილი. მშენებლობასთან ერთად პროგრამა ასევე ითვალისწინებს არსებული დაწესებულებების რეაბილიტაციას.

„ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს გადავუხვევთ", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რეგიონების თანაბარი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს ახორციელებს.

მიმდინარე წელს დაიწყება დაახლოებით 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, ასევე 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.