ჰიდროენერგეტიკოსთა კონგრესს თბილისში 150 დელეგატი დაესწრება

კონგრესის საკვანძო საკითხი, რომელიც ორი დღე გასტანს, იქნება პრაქტიკული მაგალითები კომპანიისგან, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰესების მშენებლობის პროექტებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ თბილისში ოთხშაბათს იწყება, აცნობეს ღონისძიების ორგანიზატორებმა Sputnik-საქართველოს. 

კონგრესის საკვანძო საკითხი, რომელიც ორი დღე გასტანს, იქნება პრაქტიკული მაგალითები კომპანიისგან, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰესების მშენებლობის პროექტებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

კონგრესის მთავარი მომხსენებლები იქნებიან კომპანია Georgian Energy Development Fund-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, კომპანია Adjaristsqali Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯოში პრაშანტი, კაირაკუმის ჰესის დირექტორი ფაიზულო ავეზოვი და სხვ.

საქართველოს პერსპექტივებს ჰიდროენერგეტიკაში ვებინარზე განიხილავენ

სულ ფორუმში 150-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და განხილული იქნება 40-ზე მერი საინვესტიციო პროექტი.

ფორუმის პარალელურად ჩატარდება გამოფენა, რომელზეც ენერგეტიკის სფეროს წამყვანი მსოფლიო კომპანიები სტუმრებს საკუთარ პროექტებს გააცნობენ.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო 2019 წელს კონგრესის ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია.  

ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა „კასპიის ჰიდროენერგეტიკა და ცენტრალური აზია“ — ეს პროფესიული მოედანია რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებებისა და ბიზნესის დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლის, გადაწყვეტილების მოძებნისა და კონსოლიდაციისთვის.

კონგრესი თბილისში უკვე მესამედ ტარდება. პირველად ის 2017 წლის 15-16 თებერვალს გაიმართა და მას 100-ზე მეტი ექსპერტი დაესწრო.