თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. გურიის სოფელ მამათში ახალდაქორწინებული წყვილის ოჯახში არაფერი მოუპარავთ, მათ შორის არც საწოლი, იუწყება ქართული მედია.
15 თებერვალი 2019, 19:10
გავრცელებული ინფორმაციით, ყოველივე მეზობლის ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა, რომელმაც „გურიის მოამბეს“ უამბო, რომ ქორწლიდან სახლში დაბრუნებულ სიძე-პატარძალს, თითქმის ყველა ნივთი მოპარული დახვდათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. თუმცა, სამარათალდამცველებმა დაადგინეს, რომ სახლიდან არაფერი დაკარგულა, მათ შორის, არც საწოლი.
უცნაური ქურდობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ქორწილში ორი სოფლის მოსახლეობა იმყოფებოდა – მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა.
ქორწილის დღეს სიძე-პატარძლის სახლში დაბრუნებულ მაყარს არც საწოლი დახვდა და არც ქვეშაგები.