თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ირანის მოქალაქე დამნაშავედ ცნო საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შემოტანაში და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირანის მოქალაქე 2018 წლის მაისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ნარკოტიკები ქვეყანაში თურქეთიდან, „კარწახის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა.
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო>>
ნარკოტიკი მას საკუთარ ტანსაცმელში ჰქონდა დამალული. ეს ნარკოტიკები იყო 26 აბი და ცხრა ნატეხი, რომლებიც ბუპრენორფინს შეიცავდა, 5,4 გრამზე მეტი მორფინი, 3,6 გრამზე მეტი კოდეინი და სხვ.