პარასკევიდან თბილისის საჰაერო სივრცე დაიხურება

თავდაცვის სამინისტროს წვრთნებთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქის თავზე საჰაერო სივრცე რამდენიმე საათით დაიხურება
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 15-20 თებერვალს, თბილისის საჰაერო სივრცე პერიოდულად დაიხურება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

მიზეზად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნები სახელდება.

რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში

15, 17 და 18 თებერვალს, თბილისის საჰაერო სივრცე დაიხურება თბილისის დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში; 16 და 19 თებერვალს - 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში; 20 თებერვალს - 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში.

დანარჩენ დროს საჰაერო სივრცე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის ღია იქნება.

Новости-Грузия თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ დღეებში საარტილერიო წვრთნები გაიმართება.