თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანში, ჰაჯიქაბულის სამრეწველო რაიონში ახალი ავტოქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
ახალ ქარხანაში აიწყობა მსუბუქი კომერციული ავტომობილები „გაზელ ნექსტი" და „გაზელ ბიზნესი", ასევე საშუალოტონიანი სატვირთო „გაზონ ნექსტი“, სასწრაფო დახმარების მანქანები და მიკროავტობუსები - სულ 12 დასახელების სატრანსპორტო საშუალებები.
აზერბაიჯანი თავისი ავტომობილების გასაღებას საქართველოში გეგმავს >>
ახალ ავტოქარხანაში, რომელიც კომპანია AzerMash-ს ეკუთვნის, სავარაუდო ინვესტიციების მოცულობა 14 მილიონ მანათს შეადგენს.
ავტომობილების გამოშვების დაწყება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.
ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად საწარმოში აიწყობა ათასამდე ავტომობილი, რომლის რეალიზება აზერბაიჯანის გარდა, საქართველოსა და ირანში იგეგმება.