თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზემო ლარსი დღეს: გაუარესებული ამინდის გამო შეზღუდვები დაწესდა >>
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო მოძრაობა დილით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებისთვის აიკრძალა. ამჟამად გზა გაწმენდილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც ავტომობილების გაჩერება აკრძალულია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.