ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

შეღავათებით ვეტერანების ოჯახის წევრებიც ისარგებლებენ
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანები 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა“ შობის დღესასწაულზე რეისებს ამატებს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისა, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობისას შეღავათები დაწესდა.

„ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

შეღავათი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპული მონაწილეებისა და მარჩენალ დაკარგული ოჯახების წევრებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.