ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ორგანიზებით ხორცილდება.

ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა განახლდა

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

„ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, -აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.