მთავრობა გელათის აკადემიას 767 632 ლარით დაეხმარება

გელათის აკადემია 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსდა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავრობა გელათის აკადემიას 767 632 ლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მთავარი მიღწევები დასახელდა

აღნიშნულის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 2019 წლის 1 თებერვლით თარიღდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფინანსური დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაწიოს.

გელათის აკადემია ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელია. ის 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსდა. აღმაშენებელმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.