თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება პარიზის გრან-პრიზე ეროვნული გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ნათქვამია ფედერაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ტურნირი საფრანგეთის დედაქალაქში 9-10 თებერვალს გაიმართება.
ქართველი ძიუდოისტი ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს >>
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებისთვის ამ სეზონზე პირველ გრან-პრიზე 11 სპორტსმენი იასპარეზებს:
-60კგ - ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი
-81კგ - კობა მჭედლიშვილი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100კგ - ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე.
აღსანიშნავია, რომ სეზონის პირველ დიდ შეჯიბრებაზე საქართველო ოპტიმალური შემადგენლობით არ წარდგება. სხვადასხვა მიზეზების გამო პარიზში არ გაემგზავრებიან ამირან პაპინაშვილი (-60 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ავთო ჭრიკიშვილი (-90 კგ) და ასევე გასული წლის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
პარიზის შარშანდელ გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს - ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი, ხოლო ბრინჯაოს ჯილდოები ნუგზარ ტატალაშვილმა (-90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა მიიღეს.