თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. იორდანიის დედოფალი რანია ტუნისში ოფიციალური ვიზიტის დროს ქართული ბრენდის Dalood სამოსში გამოჩნდა.
ტუნისის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან შესახვედრად დედოფალმა რანიამ Dalood-ის ჰაეროვანი, ნაზი ცისფერი კაბა შეარჩია. მოდის ეს სახლი ქართველმა დიზაინერმა მაკა კვიციანმა 2014 წელს შექმნა.
დედოფალი რანია სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მოდური წარმომადგენელია. ის, გარდა ლუქს-ბრენდებისა, ხშირად ჩნდება ნაკლებად ცნობილი დიზაინერების სამოსით.
იორდანიის დედოფალი ქართველი დიზაინერების ქმნილებების მიმართ აშკარად არ არის გულგრილი, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ის ქართველი მოდელიერების მიერ შექმნილი ტანსაცმლით გამოდის.
ცოტა ხნის წინ იორდანიის დედოფალი ქართული ბრენდის Matériel იისფერ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.
დედოფალი რანია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური მონარქია. ის უპირატესობას მკაცრ სტილს ანიჭებს, მაგრამ, ამავე დროს, ქალურად და მოდურად იცვამს. მის გარდერობში პასტელის ფერების სამოსი ჭარბობს.