ლოტკინზე 25 წლის მამაკაცი  სცემეს

ახალგაზრდას თავის ქალისა და სახის ტრავმები აქვს მიღებული
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ლოტკინზე 25 წლის მამაკაცი სასტიკად  სცემეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შვილის გაუპატიურების ფაქტზე გორში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ნაცემი მამუკა გოგინაშვილი საკუთარი სახლის მახლობლად მისმა მეზობელმა იპოვა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა უგონოდ იყო და სახეზე მრავლობითი დაჟეჟილობის გამო მისი იდენტიფიცირებაც გაუჭირდათ.

ექიმების განცხადებით, ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მას თავის ქალისა და სახის ტრავმები აქვს მიღებული.