თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.