თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ველოსიპედით მიმავალ მოქალაქეს ავტომობილი დიდი დიღმის გადასახვევთან დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.