სსრკ-ს თითქმის არასდროს აწყობდა ადგილობრივი წარმოების ავტომობილების გამოფენას. სამაგიეროდ რუსეთში ახლა ხშირად იმართება ხოლმე რეტრო-ავტომობილების გამოფენა.
წარმოგიდგენთ საბჭოთა ავტომობილების ამსახველ ფოტოებს.
1958 წელს ბრიუსელში ავტოგამოფენა მოეწყო, სადაც ლეგენდარულმა „ვოლგა გაზ-21-მა“ მოტორშოუს გრანპრი მიიღო.
იქვე, ბრიუსელშივე გამოიფინა გორკის ავტოქარხნის ფლაგმანი „ჩაიკა გაზ-13“. მიუხედავად იმისა, რომ „ჩაიკა“ კაპიტალისტურ ქვეყნებში არ იყიდებოდა, გამოფენებზე მას იყენებდნენ „შოუსტოპერის“ სახით.
ლონდონში 1960 წელს საბჭოთა ავტომშენებლებმა ევროპელები გამოფენილი მანქანების სიდიდითა და პროამერიკული დიზაინით გააოცეს. მეტად მოკრძალებული „ხოჭოებისა“ და „მინის“ ფონზე საბჭოური „ვოლგები“ და „მოსკვიჩები“ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდნენ.
60-იანების ბოლოს საბჭოთა კავშირს ძალიან სჭირდებოდა ვალუტა. ამიტომ ევროპაში „ზაპოროჟეც ზაზ-966“-ის გაყიდვასაც კი ცდილობდნენ. ეს ხმაურიანი და კომპაქტური მცირელიტრაჟიანი მანქანები სსრკ-შიც კი არ იყო კოტირებული, მაგრამ საექსპორტო ბაზრებისთვის მათ ლამაზი სახელი მოუგონეს - „იალტა“.
პარიზში, გამოფენაზე უნივერსალური „მოსკვიჩი-427“-ის გატანით, რომელიც ევროპაში კარგად იყიდებოდა, სსრკ-მ მხარი აუბა ევროპული სექსუალური რევოლუციის მონაბერს.
დაბოლოს, ავტომობილი „ლადა“, რომლის გამოშვების ლიცენზია სსრკ-მა იტალიური „ფიატისგან“ შეიძინა. ამიტომ იყო სწორედ, რომ მისი ევროპაში გაყიდვა თავდაპირველად აკრძალული იყო.