საქართველოს პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

ვიზიტამდე ზურაბიშვილმა მთავრობასთან კონსულტაციები გამართა
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორშაბათს ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტი ორდღიანია და ის ზურაბიშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აპირებს.

ვიზიტამდე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის წევრებთან, რომელზეც განიხილეს ქვეყნის პოზიცია სხვადასხვა ასპექტში.

ზურაბიშვილი საქართველოში 23 იანვარს დაბრუნდება.