ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...

საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები, პარამეტრები ციფრებში... მთლიანი შიდა პროდუქტი, უცხოური ინვესტიციები, ინფლაცია, საფინანსო სექტორი... მთავრობის რიტორიკა და ახალი წლის სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივა...
Sputnik

სამსონ ხონელი

ახალი წლის პირველი თვის პირველი ნახევარი გაილია. დროის ამ ძალიან მცირე პერიოდში ნათლად ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გამოწვევები უცვლელია. მძიმე სოციალური ფონი, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ფასების ზრდა, გაძვირებული ყოფა, სიღარიბე, ჩრდილოვანი ეკონომიკა და კიდევ სხვა მრავალი „სიკეთე“ ქვეყნის ხელისუფლებისთვის კვლავაც მოუგვარებელ პრობლემებად რჩება.

პოლიტიკური ელიტის სახელისუფლებო ნაწილი ჯიუტად გვარწმუნებს, რომ მთავრობა ცდილობს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ფასების დასტაბილურებას, უმუშევრობის დონის შემცირებას, ეკონომიკური და  მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებას, მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესებას.

უალტერნატივო კონკურენცია, ანუ როგორ დგინდება საწვავის ფასი?

ექსპერტები აცხადებენ, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობისთვის ეკონომიკური ზრდის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მაჩვენებელი ის ოფიციალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომლითაც იზომება არის თუ არა კონკრეტულ ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესი. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში მსოფლიოს გავლენიანი ეკონომისტები მიანიშნებენ, რომ  მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ობიექტურად არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ რეალობას, და რომ მისი განსაზღვრის წესი გადასახედია...

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „ამგვარ მიდგომას აქვს ობიექტური საფუძველი, ვინაიდან შესაძლებელია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე გავლენა ჰქონდეთ ისეთ ფაქტორებს, რომლებიც ნაკლებად არიან კავშირში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან. ამიტომ, მთავრობამ უნდა იზრუნოს ისეთი სექტორების განვითარებასა და სტიმულირებაზე სადაც ეკონომიკისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაში მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ჩართული. გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ოფიციალური მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა წინა წლების სტატისტიკა უკვე ცნობილია და ის სამწუხაროდ, დამაიმედებელ სურათს არ იძლევა, მაგალითად 2013-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 3.7 პროცენტით იზრდებოდა. 2018-2022 წლებში კი საშუალოდ 5.2 პროცენტიანი ზრდა არის პროგნოზირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მომდევნო წლებშიც ვერ იგრძნობს მისი ცხოვრების გაუმჯობესებას. საამისოდ, ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს...“

„დავიწყებული“ კლიენტის ფიქრები − სესხის ამღები ვეღარ ვიქნები?!

ექსპერტ-ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის შეფასებებით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ძირითად კაპიტალთან წვდომაა. შესაბამისად, უცხოურ ინვესტიციებს ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...

ანალიტიკოსი ირაკლი ბერძენაძე: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012-2017 წლებში  საშუალოდ 17 პროცენტით იზრდებოდა. აქვე, მნიშვნელოვაია აღინიშნოს, რომ ეს საშუალო მაჩვენებელი მეტწილად 2014 წლის 78 პროცენტიანმა ზრდამ განაპირობა, თუმცა პროგრესი შენარჩუნებულია. სავარაუდოდ 2018 წლის მაჩვენებელი შემცირებული იქნება. გასული წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 50 პროცენტს შეადგენს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლო კვარტალში ინვესტიციის დიდი ნაკადი შემოსულიყო. კლება დიდწილად უკავშირდება დაძაბულ პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოს. როგორც წესი ასეთ დროს უცხოელი ინვესტორები თავს იკავებენ თანხების დაბანდებისგან და მოლოდინის რეჟიმში არიან...“  

შევიტანოთ თუ არ შევიტანოთ? - საკითხავი აი ეს არის...

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ეს არის ინფლაცია. ცნობილია, რომ 2018-2020 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტს შედაგენს. ამ მაჩვენებელს ქვეყნის ეროვნული ბანკი ეკონომიკის განვითარების მოცემული ეტაპისთვის სასურველ დონედ მიიჩნევს. წლიური ინფლაციის დონემ გასული წლის ნოემბრში 1.9 პროცენტი შეადგინა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, თუმცა თუ გადავხედავთ სამომხმარებლო ფასების დეტალურ ინდექსებს, ვნახავთ, რომ 2017 წელთან შედარებით ფასების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება ჯანდაცვის სექტორში, მედიკამენტების ბაზარზე, მნიშვნელოვან ხშირად მოხმარებად საკვებ პროდუქტებზე.

შოთა გულბანი: „ფასების ზრდის სტიმულირებას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. 2018 წელს ამ მიმართულებით ლარმა ახალი „რეკორდები დაამყარა“. შესაბამისად რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და გავაცნობიეროთ, რომ ხშირად სტატისტიკური მონაცემი ფაქტობრივ რეალობას მთელი სიზუსტით არ ასახავს...“

ოთხფეხა მეგობრის ნაკვალევი... ანუ რა იყო და რა იქნება?!...

ეკონომიკის სფეროში მოსალოდნელი გამოწვევების გაანალიზების წინამდებარე მცდელობა არ იქნება, თუნდაც მეტნაკლებად, სრულყოფილი თუ ორიოდე სიტყვით არ დავახასიათებთ საფინანსო სექტორს. საქართველოში ის ძირითადად წარმოდგენილია საბანკო სექტორით, რომელიც სტაბილურად განაგრძობს განვითარებას. 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 38 მილიარდს აჭარბებს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 101 პროცენტია, ხოლო წმინდა მოგებამ იმავე წლის 11 თვეში 795 615 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18 პროცენტით აღემატება. სტატისტიკა მოწმობს, რომ საბანკო სექტორის წმინდა მოგება ყოველწლიურად იზრდება. ბოლო ხუთი წლის (2012-2017) მონაცემებით, (2018 წლის საბოლოო ანჯგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა) საბანკო სექტორის წმინდა მოგება 6.5 ჯერ გაიზარდა. მომგებიანობის ზრდის ეს დინამიკა უშუალოდ დაკავშირებულია საბანკო აქტივებისა და საკრედიტო პორთფელის ზრდის მაჩვენებელთან. კონკრეტული ციფრებით მკითხველს აღარ გადავღლი და აღვნიშნავ, რომ საბანკო სექტორის მოგება მნიშვნელოვნად იზრდება საპროცენტო შემოსავლებით, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან.

მეოცნებე ელიოზის სინდრომი... ან სასწაულის მოლოდინში...

ირაკლი ბერძენაძე: „ჩვენს ქვეყანაში საბანკო სექტორი ყველაზე წარმატებული სექტორია როგორც მომგებიანობის, ისე აქტივების და სხვა პარამეტრების ზრდის თვალსაზრისით. შესბამისად ეკონომიკური განვითარების პროცესში მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია, რომ კომერციულმა ბანკებმა აქტიურად დააკრედიტონ ბიზნესპროექტები, უფრო მეტად დახვეწონ საბანკო პროდუქტები და ის არამარტო საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაგეგმონ, არამედ საზოგადოების იმ ფენების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც დოვლათის შექმნაში მონაწილეობენ. კომერციულმა ბანკებმა აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების კუთხით, რომლის არქონის გამო საზოგადოებაში მათ მიმართ მხოლოდ ნეგატიური მუხტია...“

ამასობაში კი, გაირკვა, რომ მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.0 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებს...