ოზურგეთში მგლებმა მოსახლეობას პირუტყვი დაუგლიჯეს 

მონადირეებმა დღეს ერთი მტაცებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიმითში მოკლეს. 
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ოზურგეთში მგლების მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაგლეჯვის ფაქტები გახშირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. 

ადგილობრივმა მოსახლეობამ მგლებისგან თავდასაცავად  მონადირეების ჯგუფიც კი შექმნა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს.

ადგილობრივების ცნობით, მგლებმა პირუტყვი უკვე რამდენიმე ოჯახში დაგლიჯეს.

წყალტუბოს რაიონს მგლები შეესია - მოსახლეობა შველას ითხოვს

„ეზოებში გვყავს გაშვებული საქონელი და გვეშინია, ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ საღამოობით და მეზობელი მეზობელთან ვერ გადადის, გზაზე დადიან - ისეა უკვე“, - აცხადებს  ადგილობრივი მცხოვრები ომარ სამსონია.

მონადირეებმა დღეს ერთი მტაცებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიმითში მოკლეს. 

„მოსახლეობას აწუხებდა მგლები, წამოვედით და ვინადირეთ, ერთი გაგვექცა და ერთი მოვკალით. ბევრი ხალხია დაზარალებული“, - განაცხადა მონადირეთა ჯგუფის წევრმა მერაბ მაჭარაშვილმა.

ტელეკომპანიის ცნობით, ეს წელს მონადირეების მიერ მოკლული მეოთხე მტაცებელია.